აღწერა

ეკონომიკური ზრდის შედეგად გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალის პრევენციის და შემცირების მიზნით, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დახმარება გაეწევათ მათი გარემოსდაცვითი შეფასების სისტემების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის ეს კომპონენტი მიზნად ისახავს ბენეფიციარი ქვეყნების გარემოსდაცვითი ჩარჩო პოლიტიკის შემდგომ კონსოლიდაციას, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს გატარებული პოლიტიკის სრული შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან, კერძოდ, გაერო-ს ეკონომიკური კომიაია ევროპისთვის ( UNECE) ოქმი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ, კონვენცია გარემოზე მიყენებული გავლენის შეფასება ტრან-სასაზღვრო კონტექსტში (ესპო კონვენცია), ევროკავშირის დირექტივები გარემოს სტრატეგიული შეფასების საკითხებზე (SEA) და გარემოზე მოხდენილი გავლენის შეფასება ( EIA). პროგრამა აგრეთვე ეხმარება სამიზნე ქვეყნებს გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები გარემოს სტრატეგიული შეფასების(SEA) და გარემოზე მოხდენილი გავლენის შეფასების ( EIA) სისტემის ეფექტური და სისტემატიური გამოყენების მიზნით.

ყოველივე ეს, გაზრდის ბენეფიციარ ქვეყნებში ინფორმირებულობის, გამჭვირვალეობის, მონაწილეობითი, ანგარიშვალდებულობითი გადაწყვეტილების მიღების, სექტორებს შორის თანამშრომლობის, საზაგადოების ჩართულობის და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსულტაციების ხარისხს, რაც, თავის მხრივ, გაამჯობესებს ზოგადად გარემოსდაცვითი საკითხების მართვის არსებულ პრაქტიკას. გარემოს სტრატეგიული შეფასების (SEA) და ტრანს-სასაზღვრო გარემოზე ზეგავლენის შეფასების (EIA) მეთოდოლოგიის უფრო ეფექტური და სისტემატიური გამოყენება საშუალებას მისცემს ქვეყნებს მოახდინონ ეკონომიკრი ზრდის შედეგად გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია ან ზიანის შემცირება. მწვანე ეკონომიკის მიზნები, მდგრადობის საკითხები და კლიმატის ცვლილების ასპექტები სტრატეგიული და ტერიტორიალური დაგეგმარების, პროქტების განვითარების და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა. და ბოლოს, ხელი შეეწყობა ტრანს-სასაზღვრო და რეგიონალურ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და რეგიონალური განვითარების გარემოზე ზეგავლენის შეფასებას.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ