აღწერა

მთავრობებს სჭირდებათ დახმარება, რათა უკეთ განსაზღვრონ ეკონომიკის მწვანე სექტორებში საჭირო ინვესტიციების რაოდენობა და გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა. „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს განსაზღვრონ მწვანე ინვესტიციების საჭიროებები და შესაძლებლობები, ასავე, სახელწმწიფო და კერძო სექტორიდან მომავალი დაფინანსების წყაროები.

“ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში გაშვებულ იქნა პროექტი მწვანე ობლიგაციებისთემაზე. მწვანე ობლიგაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატები რესურსები ნახშირბადის ნაკლები მომხმარებელი და მედეგ ეკონომიკურ მოდელზე გადასასვლელად და მნიშვენოლოვანი ფინანსური რესურსია მწვანე ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. მწვანე, კლიმატის გაუმჯობესების მიზნით გამოშვებული ობლიგაციები ჩვეულებრივი ობლიგაციების მსგავსია, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კონკრეტულად მიმართული იქნებიან მწვანე ინვესტიციების მიზნებისთვის: სუფთა/განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო ეფექტურობა, გამონაბოლქვების შემცირება ჰაერში, წყალის და ნიადაგის დაბინძურება, მეორადი გადამუშავება, ნარჩენების მართვა და სუფთა ტრანსპორტი.

გაშვებულია რა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის GREEN-ის ფარგლებში, „ ევროკავშირი გარემოსთაცვისთვის პროგრამა“ გააგრძელებს ენერგო სექტორის სუბსიდირებისრეფორმების პროცესის მხარდაჭერას. ღონისძიებები ფოკუსირებულ იქნება „ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგო სექტორის სუბსიდირების“ პროექტის განახლებაზე და ეს ქვეყნები შეყვანილ იქნებიან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია/ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციი-ს (OECD/IEA) მთავრობებისათვის მადნეულის საწვავის საკითხებზე დახმარების აღმოჩენის მონაცემთა ბაზაში; შერჩეულ ქვეყნებში, მადნეულის საწვავის სუბსიდირების სქემების რეფორმირების და ამ რეფორმების გარემოსდაცვითი, ფისკალური და სოციალური გავლენების გამოვლენის მიზნით, ჩატარდება დამატებითი ანალიტიკური სამუშაოები; შემუშავდება საგადასახადო დანახარჯების შესახებ ანგარიშგების მეთოდოლოგია, რომელიც გაზრდის ენერგო სექტორის სუბსიდირებისას „ფარული“ პროცესის გამჭვირვალეობის ხარისხს.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა აგრეთვე იმუშავებს საჯარო ხარჯების „გამწვანების“ საკითხებზე. მოსახლეობის ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ეს პროგრამა დახმარებას გაუწევს სამიზნე ქვეყნებს უფრო ეფექტურად გამოიყენონ საჯარო რესურსები და ამით მიღწეულ ექნეს ეროვნული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული მიზნები და ამოცანები. მხარდაჭერა ფოკუსირებულ იქნება სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გაწევაზე ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მწვანე საჯარო ხარჯების შემუშავება და ხარჯთაღრიხვა ეროვნული საშუალო-ვადიანი დანახარჯების ჩარჩო დოკუმენტის (MTEF) ფარგლებში. ასეთი პროგრამები შემუშავებულია განვითარების უფრო მწვანე და მდგრადი განვითარების ალტერნატივისტვის დამატებითი სახსრების მოძიების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიღების მიზნით.

გარემოსდაცვითი მიზნების და ამოცანების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნის თვალსარისით, სათანადო სახელმწიფო ხარჯები უარესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ კანტექსტში, ეროვნული ეკოლოგიური ფონდის გაძლიერების და მისი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა დახმარებას უწევს მოლდოვის სოფლის მეურნების, რეგიონალური განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროს.

ეს ღონისძიებები ხორციელდება გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის( UNEP) და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ