აღწერა

ერთიანი ბაზარი მწვანე პროდუქციისთვის ( SMGP) გახლავთ ინიციატივა, რომელიც შეეხება რესურსების ოპტიმალური მოხმარების განსაზღვრის მეთოდოლოგიას, წარმოების გავლენას გარემოზე და პროდუქციის წარმოების ციკლის ხანგძლივობას. ამ თავალსაზრისით, “ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა შესაძლებლობას აძლევს იმ კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი გარემოსდაცვითი ნორმების დაცვით წარმოებული პროდუქცია გაიტანონ სხვადასხვა ბაზრებზე (განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე), გამოიყენონ პროდუქტის გარემოსდაცვითი ნაკველევის (PEF) პრაქტიკული მიდგომა. ამ მიდგომის საფუძველზე, ეს ინიციატივა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასების საერთო კრიტერიუმების შეფასებას, რაც თავის მხრივ, უაღრესეად მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ცირკულარული ეკონომიკის და ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც გულისხმომს გარემოსდაცვითი სტანდარტებით წარმოებული პროდუქტების და სერვისების შესყიდვას, მთლიანი ბაზრის ტრანსფორმაციისთვის უდიდესი პოტენციალის მატარებელია. „ევროკავშირი გარემოსდაცვისთვის“ პროგრამა ეხმარება გადაწვეტილების მიმღებებს და სახელმწიფო შესყიდვების ორგანოებს შეიმუშაუნ და აღასრულონ სახელმწიფო შესყიდვების მდგრადი პოლიტიკა და ინსტრუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ეკო-ეტიკეტების დანერგვა. ეს აგრეთვე ეხმარე კერძო საწარმოებს უკეთ რეაგირებდნენ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებზე და დააკმაყოფილონ მდგრადობის მოთხოვნილი კრიტერიუმები.

ღონისძიებები ხორციელდება გაერ-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და გაერო-ს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ