აღწერა

უფრო მწვანე ეკონომიკური განვითარების მოდელზე გადასვლა მოითხოვს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთობების და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანას. ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განხორციელებული პროექტის GREEN -ის გამოცდილებიდან გამომდინარე, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროექტი ითვალისწინებს საჯარო სექტორის მოხელეებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის და ანალიზის საკითხებზე ფართომასშტაბიანი ტრენინგების ჩატარებას და მწვანე ეკონომიკის საკითხებზე შედეგზე ორიენტირებული უწყებათაშორისო დიალოგის მხარდაჭერას.

ევროკავშირის მიერ განხორციელებული OPEN საინფორმაციო კამპანიის შედეგებზე დაყრდნობით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო ფორუმთან თანამშრომლობის გზით, “ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნების მთავრობებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალოქო საზოგადოებასთან, რაც მიზნად ისახავს მეინსტრიმული მდგრადი ცხოვრების წესის რაციონალიზაციას და მის დანერგვას.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა უზრუნველყოფს რეფორმირების პროცესის მხარდაჭერას, ახალი პოლიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების წახალისებას და პარტნიორი ქვეყნების მწვანე ეკონომიკის ტრასფორმირებას პრიორიტეტულ სექტორებში. ეს პროგრამა აგრეთვე დაეხმარება მაკრო-ეკონომიკურ რეფორმებს და ევროპის ქვეყნებში უკვე დაგროვილი შესაბამისი გამოცდილებას შორის კავშირების იდენტიფიკაციის პროცესს.

ღონისძიებები ხორციელდება გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ