აღწერა

რესურსების ყაირათიანად გამოყენება და სუფთა წარმოება(RECP) გულისხმობს გადამუშავების, პროდუქტების წარმოების და სერვისების მიწოდების პრაქტიკაში პრევენციული გარემოსდაცვითი სტრატეგიის რეგულარულ გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნედლეულის, წყლის რესურსების, ენერგიის უფრო ყაირათიან მოხმარებას, შრომის ნაყოფიერების გაზრდას და კონკურენტუნარიანობის გაძლერებას. მისი გამოყენება ამცირებს ჰაერის დაბინძურების, გენერირებული ნარჩენების, ადამიანზე და გარემოზე უარყოფითი გავლენების რისკების დონეს. „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა მიზნად ისახავს გამოავლინოს და ტრენინგები ჩაუტაროს ეროვნულ ექსპერტებს რესურსების ყაირათიანად გამოყენების და სუფთა წარმოების (RECP) მეთოდოლოგიის შესწავლის და მათი გამოყენების საკითხებში. ყოველივე ეს, უზრუნველყოფს ცნობიერების გაზრდას, გააუმჯობესებს ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის და სარგებლიანობის აღქმას ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, სამთავრობო უწყებებისთვის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მრეწველობაში ამ მეთოდების დანერგვა გააუმჯობესებს შრომის ნაყოფიერებას და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგებს.

ეკო ინდუსრიული პარკების (EIP) საუკეთესო პარაქტიკის დანერგვის წახალისება მოხდება უკვე არსებულ ინდუსტრიულ პარკებში და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში. პროგრამა მიზნად ისახავს ინდუსტრიულ პარკებსა და ეკონომიკურ ზონებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას გაუმჯობესებული მენეჯმენტის და ინფრასტრუქტურის წყალობით. ინდუსტრიული პარკების დონეზე არსებული რესურსების უკეთ გამოყენების და გაუმჯობესებული მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა, გადამუშავებითი პროცესის ალტერნატიული ვარიანტები და ეკო ინდუსტრიული პარკების (EIP) არსებობა მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. ეკო ინდუსტრიული პარკების (EIP) არსებობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ მრეწველობას ხელმეორედ გამოიყენოს ნედლეული, პროდუქცია და წყალი და სარგებელი მიიღოს სამრეწველო სიმბიოზისგან. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს პარტნიორ ქვეყნებს წარმატებას მიაღწიონ უფრო „მწვანე“ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, შეინარჩუნონ საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეები და გააუმჯობესიონ საკუთარი მოქალაქეების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა.

რესურსების ყაირათიანად გამოყენების და სუფთა წარმოების (RECP) მიდგომა გულისხმობს მრეწველობის გადასვლას ცირკულარული ეკონომიკის რელსებზე და ნარჩენების წარმოქნის თავიდან აცილებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს, ამზადებს საწარმოებს ნედლეულის და ნარჩენების ხელმეორედ გამოსაყენებლად. ამ მიზნებიდან გამომდინარე, სამრეწველო ნარჩენების რუკაგამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსების ღირებულება და არ დავუშვათ მათი ნარჩენებად გარდაქმნა. სამრეწველო ნარჩენების რუკის წყალობით ხდება მწარმოებელი კომპანიების მიერ გენერირებული ნარჩენების და ნარჩენების მართვის სერვისების შეფასება, ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. მაგალითად, კვლავწარმოება, გადამუშავება, სამრეწველო სიმბიოზი და რესურსების დეფიციტის აღმოფხვრის სხვა სტრატეგიული ღონისძიებები. ამ მიზნების მისაღწევად, შემუშავებულია და წახალისებულია რეკომენდაციები ბიზნესს შესაძლებლობების და სამრეწველო ნარჩენების მართვის გეგმებთან დაკავშირებით.

ღონისძიებები ხორციელდება UNIDO-ს მიერ.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ