აღწერა

პროპორციული, ეფექტური რეგულაციები გააუმჯობესებენ ყველა ზომის საწარმოს გარემოსდაცვით მახასიათებლებს და შესაბამისად, ხელი შეეწყობა მწვანე ეკონომიკური ზრდის პრაქტიკაზე გადასვლის პროცესს. საქმიანობის ეს სფერო კონცენტრირებულია ორ მიმართულებაზე, ერთი მიმართულება გახლავთ დიდი ზომის საწარმოები, ხოლო მეორე მიმართულება, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. დიდი ზომის საწარმოების გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) საუკეთესო ხელმისაწვდომი მეთოდების (BAT) გამოყენების მიზნით ბენეფიციარებს სთავაზობს ანალიტიკურ მხარდაჭერას და შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართულ დახმარებას, რომლებიც დაფუძნებულია საწარმოო გამონაბოლქვების შესახებ ევროკავშირის დირექტივებზე (IED). რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ფირმების მრავალრიცხოვნობა და გარემოსდაცვითი რისკების მრავალფეროვნება კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის მათ რეგულირებას. ამ შემთხვევაში, ზოგადი სავალდებულო წესების (GBR) შემუშავების მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ბენეფიციარებს კონკრეტული საქმიანობისთვის სთავაზობს ანალიტიკურ და შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართულ დახმარებს, ასევე, მცირე და სასუალო ზომის საწარმოებს უზრუნველყოფენ მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით, რომლებიც გააუმჯობესებს მათ გარემოსდაცვით მაჩვენებლებს და გაზრდის მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ხარისხს ქვეყნების მოთხოვნების საფუძველზე.

ღონისძიებები ხორციელდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ( OECD) მიერ.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ