აღწერა

„ევროკავშირი გარემოს დაცვისათვის“ რეგიონული განზომილების ფარგლებში, ითვალისწინებს რამოდენიმე აქტივობას, რომელიც საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გაუზიარონ ერთმანეთს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით მიმავალ გზაზე მიღებული გამოცდილება და გაკვეთილები. აქტივობის რეგიონალური განზომილება ეხმიანება ქვეყნების მოთხოვნას უფრო მეტად გააფართოონ რეგიონული საქმიანობა, რამაც გამოხატულება ჰპოვა „ევროკავშირი გარემოს დაცვისათვის“ რეგიონალური ასამბლეის პირველ სხდომაზე. მონაწილე ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას. ზოგიერთი აქტივობის რეგიონულ ან სუბრეგიონალურ დონეზე გაერთიანება ასევე დასახელდა, როგორც ერთ – ერთი შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის ღონისძიებებზე დიდ მოთხოვნებს.

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

განოიწერეთ