Bir baxış

Proqramın adı: “Avropa İttifaqı Ətraf Mühit Naminə” (EU4Environment) Fəaliyyəti
Məqsədi: Ekoloji fəaliyyətləri dəstəkləməklə, yaşıl inkişaf imkanlarını nümayiş etdirməklə və rəvac verməklə, ekoloji risk və təsirlərin daha yaxşı idarə olunması üçün mexanizmləri müəyyənləşdirməklə altı tərəfdaş ölkənin təbii sərvətlərini qorumağa və əhalinin rifahını yaxşılaşdırmağa kömək etmək.
Tərəfdaş ölkələr: Ermənistan, Azərbaycan, Belarus, Gürcüstan, Moldova Respublikası, Ukrayna
Müddəti: 2019-2024
Büdcə: Təxminən 20 milyon Avro (Aİ-nin töhfəsi: 19.5 milyon Avro)
İcraçı tərəfdaşlar: İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Təşkilatı (İƏİT), BMT-nin Ətraf mühit Proqramı, BMT-nin Avropa İqtisadi Komissiyası, BMT-nin Sənaye İnkişafı Təşkilatı, Dünya Bankı
Ümumi istiqamət: Avropa Komissiyası. EU4Environment layihəsi Aİ Təşəbbüsünün bir hissəsidir .

კონტექსტი

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროგრამა დაიწყო აღმოსავლეთ პარნტნიორობის მე-10 წლისთავის კონტექსტში განვითარებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რომელმაც აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი „20 Deliverables for 2020” ფარგლებში და გააძლიერა ევროკავშირის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელების თვალსაზრისით. ამ პროგრამის დაწყება აგრეთვე გარკვეულ წილად განპირობებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული პოლიტიკურად დინამიკური პროცესებით. მათ შორის, სამთავრობო რესტრუქტურიზაციის და/ან საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ცვლილებები სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის პროგრამის მობილზაციის და ინსპექტირების ფაზამ (2019 წლის იანვარი-ოქტომბერი) აჩვენა, რომ ეს პროგრამა იყო ძალიან დროული, რელევანტური და უაღრესად საჭირო.

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სუბიექტების ერთად თავმოყრის გზით, ეს პროგრამა ეხმარება პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების პროცესს, ინვესტირების და დაგეგმარების პროცესს უფრო მწვანეს ხდის, ახდენს ინოვაციური ტექნოლოგიების სტუმულირებას, ახალი ბიზნეს მოდულების დანერგვას და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას. ის ხელს უწყობს უკეთესი გარემოსდაცვითი მართველობის ჩამოყალიბებას, დაცული ტერიტორიების და ტყის მასივების გაუმჯობესებულ მართვას და მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებულ ვაჭრობას. ამ პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგად.

ეს პროგრამა ეყრდნობა თანამშრომლობის უწინ განხორციელებული პროგრამების მნიშვნელოვან მიღწევებს, როგორებიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებში ეკონომიკის გამწვანება (EaP GREEN),Forest Law Enforcement and Governance (FLEG), და ზურმუხტის ქსელი, რომლებიც დასრულდა 2017-18 წლებში. ეს პროგრამა უზრუნველყოფს სენერგიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვა ინიციატივებთან, ( EU4კლიმატი, EU4ბიზნესი, EU4ენერგია, SIGMA)და ხორციელდება ევროპის კავშირის დელეგაციებთან კოორდინაციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

მიზანი და სტრუქტურა

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ ( EU4Environment) პროგრამა სტრუქტურირებულია ხუთი თემატური საკითხის/კლასტერის ირგვლივ, რომლებსაც ეწოდება „შედეგები“:
  • უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ცირკულარული ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობები;
  • გარემოსდაცვითი საკითხებისთვის თანაბარი პირობების შექმნა;
  • ეკო-სისტემის სერვისები და შემოსავალი;
  • რეგიონალური ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია.
თითეული შედეგი შესდგება ქვეყნებისთვის სპეციფიკური მოსალოდნელი შედეგებისგან და ითვალისწინებს რეგიონალურ დონეზე აქტივობებს, როგორც ეს აღწერილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც გახლავთ ამ პროგეამის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

განმახორციებელი პარტნიორები

გაერო-ს სამი სააგენტო (UNECE, UNEP და UNIDO) გახლავთ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები 1-ლი და 2-ე შედეგებისთვის. ეკონომიკიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცის (OECD) გახლავთ მე-3 და მე-5 შედეგების განმახორციელებელი ორგანიზაცია, ხოლო მსოფლიო ბანკი, მე-4 შედეგის განმახორციელებელი ორგანიზაცია. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აგრეთვე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებს შორის და კოორდინირებას მოახდენს მათ შორის კომუნიკაციის და აქტივობების.

დაინტერესებული მხარეები

“ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა ხორციელდება როგორც რეგიონალურ, ასევე ეროვნულ დონეებზე. მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებები, მაგრამ ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და კერძო სექტორთან. პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მთავარი პარტნიორები და ბენეფიციარები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროები. სხვადასხვა აქტივობებში ჩართულნი არიან მთავრობების სხვადასხვა უწყებები, მათ შორის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროები, შესყიდვების სააგენტოები, ეროვნული სტატისტიკის სამსახურები და სხვა სამინისტროები.

Xəbərlər bülleteni

Aylıq xəbərlər bülletenimizə abunə olmaqla ən son xəbərlərimiz, hesabatlarımız və təhlillərimiz barədə məlumatlı olun.

Abunə olun