აღწერა

2014 წელს  უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და  2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიღება (კერძოდ, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ნაწილში), ასევე ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების გეგმების დამტკიცება ენერგეტიკის, გარემოსდაცვის და ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად,   ორიენტირებულია  უკრაინის  ევროპული მწვანე განვითარების მოდელზე გადასაყვანად. მინისტრთა კაბინეტის 2016 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც გამიზნულია  ორივე სტრატეგიული დოკუმენტის მხარდასაჭერად, მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის მწვანე ტრანსფორმაციაზე  მიმართულ ამოცანების სრულ პაკეტს.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“  ეხმარება უკრაინას შეიმუშაოს  მწვანე ეკონომიკის პოლიტიკა, დანერგოს მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) პრაქტიკა, მოახდინოს მწვანე პროდუქტების პოპულარიზაცია, განავითაროს სახელმწიფო (საჯარო) შესყიდვები და ეკომარკირება, მიაღწიოს  კანონმდებლობასთან შესაბამისობას, შეაფასოს და გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების ადმინისტრაციული შესაძლებლობები და განავითაროს მწვანე ზრდის ინდიკატორები (GGIs).

დამატებით წასაკითხი მასალა

Მეტის ნახვა

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

გამოიწერეთ