უფრო მწვანე საწარმოების პოლიტიკა და რეგულაციები
აღწერა
დაბალანსებული, ეფექტური რეგულაციები გააუმჯობესებენ ყველა ზომის საწარმოს გარემოსდაცვით მახასიათებლებს და, შესაბამისად, ხელი შეეწყობა მწვანე ეკონომიკური ზრდის პრაქტიკაზე გადასვლის პროცესს. საქმიანობის ეს სფერო კონცენტრირებულია ორ მიმართულებაზე, ერთი მიმართულება გახლავთ დიდი ზომის საწარმოები, ხოლო მეორე მიმართულება – მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. დიდი ზომის საწარმოების გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების (BAT) გამოყენების მიზნით ბენეფიციარებს სთავაზობს ანალიტიკურ მხარდაჭერას და შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართულ დახმარებასსაწარმოო გაფრქვევების შესახებ ევროკავშირის დირექტივებზე (IED) დაყრდნობით. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ფირმების მრავალრიცხოვნობა და გარემოსდაცვითი რისკების მრავალფეროვნება კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის მათ რეგულირებას. ამ შემთხვევაში, ზოგადი სავალდებულო წესების (GBR) შემუშავების მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ბენეფიციარებს კონკრეტული საქმიანობისთვის სთავაზობს ანალიტიკურ და შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართულ დახმარებს, ასევე, მცირე და სასუალო ზომის საწარმოებს უზრუნველყოფენ მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით, რომლებიც გააუმჯობესებს მათ გარემოსდაცვით მაჩვენებლებს და გაზრდის მათი ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ქვეყნების მოთხოვნების საფუძველზე.
ღონისძიებები ხორციელდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.