აღწერა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოლდოვას რესპუბლიკამ (შემდგომში მოლდოვა) დიდ პროგრესს მიაღწია მწვანე ზრდის მიზნების განხორციელების საქმეში.  მწვანე ეკონომიკის მიზნების ინტეგრირებულია ქვეყნის   2020 წლის ეროვნული განვითარების სტრატეგიაში, ასევე სტრატეგიული დოკუმენტებში- (2014-23 წლების გარემოსდაცვითი სტრატეგია, 2008-15 წლების სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია). 2015 წელს დაიწყო  მწვანე ეკონომიკის განვითარების ეროვნული პროგრამა, რომელიც  მთავრობის ძალისხმევას მწვანე ეკონომიკის განვითარებისაკენ მიმართავს.

მოლდოვას ეკონომიკის „გამწვანებისაკენ“ მიმართულ ძალისხმევას ხელი შეუწყო  მდგრადი განვითარების და მწვანე ეკონომიკის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნამ  და მწვანე ეკონომიკის საგზაო რუკის შემუშავებამ, რომელშიც მოცემულია  2018-2020 წლებზე გათვლილი მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ამოცანები (ღონისძიებები) და – 2014-2023 პერიოდის გარემოსდაცვითმა  სტრატეგიამ. 2014 წელს ევროკავშირთან სტრუქტურული რეფორმების გააქტიურებისა და მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას (DCFTA).

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“  ეხმარება მოლდოვას შეიმუშაოს მწვანე ინვესტიციის სტრატეგა, დაასრულოს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა (SEA) და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) კანონებზე მუშაობა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) პრაქტიკის დანერგვას, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის სტრატეგია, წვლილი შეიტანოს მწვანე ინოვაციებში, გააძლიეროს  მწვანე რეგულაციები საწარმოებისათვის და დაეხმაროს შესაბამისობის მიღწევაში, გააძლიეროს  პოლიტიკური დიალოგი მწვანე ფინანსებასა და ინვესტიციებზე, მხარი დაუჭიროს საზოგადოების გარემოსდაცვითი ხარჯების მართვას, მცირე და საშუალო ბიზნესის „გამწვანებას“, შეაფასოს და გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რათა გაუმჯობესდეს გარემოსდაცვითი მმართველობა, და განავითაროს მწვანე ზრდის ინდიკატორები (GGIs).

დამატებით წასაკითხი მასალა

See more

მაცნე

Keep up to date with our latest news, reports and analysis by subscribing to our monthly newsletter.

გამოიწერეთ