რესურსეეფექტური და უფრო სუფთა წარმოება
აღწერა
რესურსეფექტურიდა სუფთა წარმოება (RECP) გულისხმობს გადამუშავების, პროდუქტების წარმოების და სერვისების მიწოდების პრაქტიკაში პრევენციული გარემოსდაცვითი მიდგომების რეგულარულ გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნედლეულის, წყლის რესურსების, ენერგიის უფრო ყაირათიან მოხმარებას, შრომის ნაყოფიერების გაზრდას და კონკურენტუნარიანობის გაძლერებას. მისი გამოყენება ამცირებს ჰაერის დაბინძურების, გენერირებული ნარჩენების, ადამიანზე და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის რისკების შემცირებას. „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა მიზნად ისახავს გამოავლინოს და ტრენინგები ჩაუტაროს ეროვნულ ექსპერტებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) მეთოდოლოგიის შესწავლის და მათი გამოყენების საკითხებში. ყოველივე ეს, უზრუნველყოფს ცნობიერების გაზრდას, გააუმჯობესებს ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის და მისი სარგებლიანობის გაგებას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, სამთავრობო უწყებებისთვის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მრეწველობაში ამ მეთოდების დანერგვა აამაღლებს წარმოების ნაყოფიერებას და გააუმჯობესებს გარემოს დაცვასს.
ეკო-ინდუსტრიული პარკების (EIP) საუკეთესო პარაქტიკის დანერგვის წახალისება მოხდება უკვე არსებულ ინდუსტრიულ პარკებში და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში. პროგრამა მიზნად ისახავს ინდუსტრიულ პარკებსა და ეკონომიკურ ზონებში არსებული საწარმოების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას მენეჯმენტის გაუმჯობესების და წარმოების საერთო საშუალებების გამოყენების გზით. ინდუსტრიული პარკებში არსებულ საწარმოებს შორის წარმოების ნარჩენების ურთიერთგაცვლის და მათი მართვის გაუმჯობესება, რესურსების, ინფრასტრუქტურის და ნარჩენების რეციკლიზაციის შესაძლებლობების უკეთ გამოყენება მნშვნელლოვნად შეუწყობს ხელს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. ეკო-ინდუსტრიული პარკებში არსებულ ადგილობრივ საწარმოებს მიეცემათ საშუალებას ხელმეორედ გამოიყენონ ნედლეული, ნარჩენები და წყალი და სარგებელი მიიღონ სამრეწველო სიმბიოზისგან. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს პარტნიორ ქვეყნებს წარმატებას მიაღწიონ უფრო „მწვანე“ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, შეინარჩუნონ საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეები და გააუმჯობესიონ საკუთარი მოქალაქეების ეკოლოგიური კეთილდღეობა.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) მიდგომა მიზნად ისახავს მრეწველობის გადასვლას ცირკულარულ ეკონომიკაზე, რომელიც, თავის მხრივ, ნარჩენების წარმოქნის თავიდან აცილებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს, ამზადებს საწარმოებს ნედლეულის და ნარჩენების საწარმოო ჯაჭვში ხელმეორედ გამოსაყენებლად. ამ მიზნებიდან გამომდინარე, სამრეწველო ნარჩენების რუკა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსების ღირებულება და არ დავუშვათ მათი ნარჩენებად გარდაქმნა. სამრეწველო ნარჩენების რუკის წყალობით ხდება მწარმოებელი კომპანიების მიერ გენერირებული ნარჩენების და ნარჩენების მართვის სერვისების შეფასება, ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვის ისეთი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, როგორიცაა, მაგალითად, კვლავწარმოება, გადამუშავება, სამრეწველო სიმბიოზი და რესურსების აღწარმოების სხვა საშუალებები. ამ მიზნების მისაღწევად, შემუშავდება რეკომენდაციები ბიზნესს შესაძლებლობების და სამრეწველო ნარჩენების მართვის გეგმებთან დაკავშირებით და წახალისდება მათი განხორციელება.
ღონისძიებები ხორციელდება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO)მიერ.