აღწერა

მწვანე ეკონომიკა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის, სოციალური და მდგრადი განვითარებისათვის. მას შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა და ინოვაცია, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ბაზრები და დამატებითი ფისკალური შემოსავლები. ამ მიზნით, სომხეთმა შეიმუშავა შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და კანონები და მდგრადი განვითარება შეიყვანა სტრატეგიული განვითარების 2014-25 წლების პროგრამაში.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“   ეხმარება სომხეთს დაასრულოს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) კანონების შემუშავება, გაფართოოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამოიყენოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (RECP) მცირე და საშუალო ბიზნესის  საქმიანობაში, გააძლიეროს მწვანე რეგულაციები საწარმოთათვის და უზრუნველოს მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა,  გააძლიეროს პოლიტიკური დიალოგი მწვანე დაფინანსებისა და ინვესტირების საკითხების გარშემო, შეაფასოს  და განავითაროს ადმინისტრაციული შესაძლებლობები  და შეიმუშავოს  მწვანე ზრდის ინდიკატორები (GGIs).

დამატებით წასაკითხი მასალა

See more

მაცნე

Keep up to date with our latest news, reports and analysis by subscribing to our monthly newsletter.

გამოიწერეთ