ჩვენს შესახებ
ერთი თვალის შევლებით
პროგრამის დასახელება: | „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა (EU4Environment) |
მიზანი: | პროგრამა ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას - შეინარჩუნონ საკუთარი ბუნებრივი კაპიტალი და გააუმჯობესონ მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობა. პროგრამა ხელს უწყობს გარემოსდაცვით აქტივობებს, ეკონომიკური ზრდის მწვანე ალტერნატივების და შესაძლებლობების დემონსტრირებას და დანერგვას, არსებული გარემოსდაცვითი რისკების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების დანერგვას. |
პარტნიორი ქვეყნები: | სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა |
ხანგრძლივობა: | 2019-2024 |
ბიუჯეტი: | დაახლოებით 20 მილიონი ევრო (ევროკავშირის კონტრიბუცია 19.5 მილიონი ევრო) |
განმახორციელებელი პარტნიორები: | ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაეროს გარემოსდაცბითი პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), მსოფლიო ბანკი. |
ზოგადი მიმართულება: | ევროკომისია. „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ გახლავთ ნაწილი ევროკავშირის ინიციატივის . |
კონტექსტი
„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროგრამა დაიწყო აღმოსავლეთ პარნტნიორობის მე-10 წლისთავის კონტექსტში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რომელმაც აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი „20 Deliverables for 2020” ფარგლებში და გააძლიერა ევროკავშირის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელების თვალსაზრისით. ამ პროგრამის დაწყება აგრეთვე გარკვეულ წილად განპირობებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული პოლიტიკურად დინამიკური პროცესებით. მათ შორის, სამთავრობო რესტრუქტურიზაციის და/ან საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ცვლილებები სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის პროგრამის მობილზაციის და ინსპექტირების ფაზამ (2019 წლის იანვარი-ოქტომბერი) აჩვენა, რომ ეს პროგრამა იყო ძალიან დროული, რელევანტური და უაღრესად საჭირო.
გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სუბიექტების ერთად თავმოყრის გზით, ეს პროგრამა ეხმარება პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების პროცესს, ინვესტირების და დაგეგმვის პროცესს უფრო მწვანეს ხდის, ახდენს ინოვაციური ტექნოლოგიების სტუმულირებას, ახალი ბიზნეს მოდელების დანერგვას და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას. ის ხელს უწყობს უკეთესი გარემოსდაცვითი მართველობის ჩამოყალიბებას, დაცული ტერიტორიების და ტყის მასივების გაუმჯობესებულ მართვას და მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებულ ვაჭრობას. ამ პროგრამით გათვალისწინებული მოქმებდებათა არეალი და მიმართულებები განისაზღვრა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგად.
ეს პროგრამა ეყრდნობა მნიშვნელოვან მიღწევებს თანამშრომლობის უწინ განხორციელებული პროგრამებისა, როგორებიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებში ეკონომიკის გამწვანება (EaP GREEN),Forest Law Enforcement and Governance (FLEG), და ზურმუხტის ქსელი, რომლებიც დასრულდა 2017-18 წლებში. ეს პროგრამა უზრუნველყოფს სენერგიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვა ინიციატივებთან (EU4კლიმატი, EU4ბიზნესი, EU4ენერგია, SIGMA) და ხორციელდება ევროკავშირის დელეგაციებთან კოორდინაციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

მიზანი და სტრუქტურა
„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროგრამა სტრუქტურირებულია ხუთი თემატური საკითხის/კლასტერის ირგვლივ, რომლებსაც ეწოდება „შედეგები“:- უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
- ცირკულარული ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობები;
- გარემოსდაცვითი საქმიოანობისთვის თანაბარი პირობების შექმნა;
- ეკო-სისტემის სერვისები და შემოსავალი;
- რეგიონალური ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია.