მდგრადი სატყეო მეურნეობები და მერქნით ვაჭრობა
აღწერა
ტყისა და ბუნებრივი რესურსების გრძელვადიანი განვითარება და მდგრადი გამოყენება მოითხოვს კარგად დაგეგმილ და პროგნოზირებად დაფინანსებას. ეს დაფინანსება შეიძლება მომდინარეობდეს სახელმწიფო და კერძო წყაროებიდან, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური წყაროებიდან. პროგრამა მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ტყეების მდგრადი მართვისა და ეკო-სისტემური მომსახურეობების დაფინანსების ინოვაციური სქემების იდენტიფიცირებაში. რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ბენეფიციარ ქვეყნებს მხარდაჭერას აღმოუჩენენ მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტების გამოყენებაში; მათ კომუნიკაცია ექნებათ მკვლევარებთან და პრაქტიკოსებთან, რომლებიც ბუნებრივი რესურსების ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი სერვისების მოსაკრებლების საკითხებზე მუშაობენ.
ამ ღონისძიებებს ახორციელებს მსოფლიო ბანკი.