აღწერა

2016 წელს აზერბაიჯანი შეუდგა სტრატეგიული საგზაო რუკის განხორციელებას, რაც მიმართული იყო ეროვნული ეკონომიკისა და 11 ძირითადი სექტორის განსავითარებლად, აერთიანებდა რეფორმებსა და მდგრად განვითარებაზე გათვლილ საშუალო და გრძელვადიან მიზნებს. აზერბაიჯანის საერთო პროგრამული დოკუმენტი – “აზერბაიჯანი 2020: ხედვა მომავალში” მიზნად ისახავს ეკონომიკურ განვითარებაში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას, გარემოს დაბინძურების შემცირებას და გარემოს დაცვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას, განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარებას და ენერგოეფექტურობის მიღწევას.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“  ეხმარება აზერბაიჯანს შეიმუშაოს მწვანე ინვესტიციის სტრატეგია, დაასრულოს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა (SEA) და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) კანონებზე მუშაობა, მოახდინოს  მარეგულირებელი რეჟიმების რეფორმირება, ხელი შეუწყოს შესაბამისობის მიღწევაში, გააძლიეროს პოლიტიკური დიალოგი მწვანე დაფინანსებისა და ინვესტირების საკითხებზე, განამტკიცოს საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ხარჯების მენეჯმენტის მხარდაჭერა, შეაფასოს და გააძლიეროს ადმინისტრაციული შესაძლებლობები და შეიმუშაოს მწვანე ზრდის ინდიკატორები (GGIs).

დამატებით წასაკითხი მასალა

See more

მაცნე

Keep up to date with our latest news, reports and analysis by subscribing to our monthly newsletter.

გამოიწერეთ