აღწერა

ერთიანი ბაზარი მწვანე პროდუქციისთვის (SMGP) გახლავთ ინიციატივა და ის  შეეხება  რესურსების ოპტიმალური მოხმარების , წარმოების გარემოზე ზეგავლენის მეთოდოლოგიას  პროდუქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით. ამ თავალსაზრისით,  “ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა შესაძლებლობას აძლევს იმ კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი გარემოსდაცვითი ნორმების დაცვით წარმოებული პროდუქცია გაიტანონ სხვადასხვა ბაზრებზე (განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე), გამოიყენონ „პროდუქტის გარემოსდაცვითი ნაკველევის“ (PEF) შეფასების მეთოდოლოგია. ამ მიდგომის საფუძველზე, ეს ინიციატივა ხელს უწყობს საწარმოების გარემოსდაცვითი საქმიანობის  შეფასების ე საერთო მეთოდოლოგიის გამოყენებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებში ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლის და ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობისათვის.

მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც გულისხმომს გარემოსდაცვითი სტანდარტებით წარმოებული პროდუქტების და სერვისების შესყიდვას, მთლიანი ბაზრის ტრანსფორმაციისთვის უდიდესი პოტენციალის მატარებელია.  „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა ეხმარება გადაწვეტილების მიმღებებს და სახელმწიფო შესყიდვების ორგანოებს შეიმუშაუნ და განახორციელონ მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების  პოლიტიკა და გამოიყენონ ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, ეკომარკირება. ეს აგრეთვე ეხმარე კერძო საწარმოებს უკეთ რეაგირებდნენ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებზე და დააკმაყოფილონ  მდგრადობის მოთხოვნილი კრიტერიუმები.

ღონისძიებები ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ.

ახალი ამბები

დამატებით წასაკითხი მასალა

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

გამოიწერეთ