აღწერა

მწვანე ეკონომიკის განვითარებას საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს მთავრობა.  2014 წელს მთავრობამ  დაამტკიცა განვითარების სტრატეგია -„საქართველო 2020“, რომელიც თავის ერთ – ერთ მთავარ მიზნად  მწვანე ზრდის წახალისებას ისახავდა. 2016 წელს  შემუშავებულ იქნა მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. 2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წელს. იგი აერთიანებს  მდგრად განვითარებასთან და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ მიზნებსა და ამოცანებს. ევროკავშირთან პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმის შემოღების მიზნით და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა  ეხმარება საქართველოს წარმართოს ეროვნული პოლიტიკური დიალოგი მწვანე ეკონომიკის დარგში, გაატაროს  სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა (SEA) და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) კანონების შემდგომი სამართლებრივი რეფორმები,  ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) პრაქტიკის დანერგვას, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის სტრატეგია, მოახდინოს პოლიტიკის რეფორმირებისათვის   პრიორიტეტული გარემოსდაცვითი სექტორების იდენტიფიცირება, გააუმჯობესოს სახელმწიფო გარემოსდაცვითი ხარჯების მართვა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მცირე და საშუალო საწარმოებს მწვანე ინოვაციების დანერგვაში,  გააძლიეროს შესაძლებლობები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სქემების ჩამოყალიბების მიზნით, უზრუნველყოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობა ში, შეაფასოს და გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რათა გაუმჯობესდეს გარემოსდაცვითი მმართველობა, და განავითაროს მწვანე ზრდის ინდიკატორები (GGIs).

დამატებით წასაკითხი მასალა

Მეტის ნახვა

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

გამოიწერეთ