მწვანე ინვესტიციები და ფინანსები
აღწერა
მთავრობებს სჭირდებათ დახმარება, რათა უკეთ განსაზღვრონ ეკონომიკის მწვანე სექტორებში საჭირო ინვესტიციების მოცულობა და გასატარებელი ღონისძიებები. „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს განსაზღვრონ მწვანე ინვესტიციების საჭიროებები და შესაძლებლობები, ასავე, სახელმწიფო და კერძო სექტორიდან დაფინანსების წყაროები.
“ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში დაიწყო პროექტი მწვანე ობლიგაციების თემაზე. მწვანე ობლიგაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი რესურსების მობილიზებისათვის დაბალნახშირბადიან და მედეგ ეკონომიკურ მოდელზე გადასასვლელად. ის მნიშვენოლოვანი ფინანსური რესურსია მწვანე ინვესტიციების განხორციელებისათვის. მწვანე, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამოშვებული ობლიგაციები ჩვეულებრივი ობლიგაციების მსგავსია. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კონკრეტულად მიმართული იქნებიან მწვანე ინვესტიციების განსახორციელებლად ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა: სუფთა/განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო ეფექტურობა, ჰაერში გამონაბოლქვების შემცირება, წყალის და ნიადაგის დაბინძურება, მეორადი გადამუშავება, ნარჩენების მართვა და სუფთა ტრანსპორტი.
„ევროკავშირი გარემოსთაცვისთვის“ პროგრამა გააგრძელებს EaP GREEN-ის ფარგლებში დაწყებული ენერგო სექტორის სუბსიდირების რეფორმების პროცესის მხარდაჭერას. ღონისძიებები ფოკუსირებულ იქნება „ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგო სექტორის სუბსიდირების ინვენტარიზაცია“ პროექტის განახლებაზე და ეს ქვეყნები შეყვანილ იქნებიან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია/ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD/IEA) მთავრობებისათვის წიაღისეული საწვავის საკითხებზე დახმარების აღმოჩენის მონაცემთა ბაზაში; შერჩეულ ქვეყნებში, წიაღისეული საწვავის სუბსიდირების სქემების რეფორმირების და ამ რეფორმების გარემოსდაცვითი, ფისკალური და სოციალური გავლენების გამოვლენის მიზნით, ჩატარდება დამატებითი ანალიტიკური სამუშაოები; შემუშავდება საგადასახადო დანახარჯების შესახებ ანგარიშგების მეთოდოლოგია, რომელიც გაზრდის ენერგო სექტორის „ფარული“ სუბსიდირების გამჭვირვალეობის ხარისხს.
„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა აგრეთვე იმუშავებს სახელმწიფო ხარჯების „გამწვანების“ საკითხებზე. მოსახლეობის ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ეს პროგრამა დახმარებას გაუწევს სამიზნე ქვეყნებს უფრო ეფექტურად გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური რესურსები ეროვნული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად. მხარდაჭერა ფოკუსირებულ იქნება სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გაწევაზე ისეთ საკითხებში, როგორებიცაა „მწვანე“ სექტორებში ინცესტიციების სახელმწიფო პროგრამებისშემუშავება და ხარჯის შფასება, სახელმწიფო დანახარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ჩარჩოს (MTEF) ფარგლებში. ასეთი პროგრამები შემუშავებულია განვითარების უფრო მწვანე და მდგრადი განვითარების ალტერნატივისტვის დამატებითი სახსრების მოძიების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიღების მიზნით.
გარემოსდაცვითი მიზნების და ამოცანების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნის თვალსარისით, სათანადო სახელმწიფო ხარჯები უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ კანტექსტში, სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფონდის გაძლიერების და მისი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა დახმარებას უწევს მოლდოვის სოფლის მეურნების, რეგიონალური განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროს.
ეს ღონისძიებები ხორციელდება გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის( UNEP) და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.