ბელარუსი
აღწერა
ბელარუსის მთავრობამ მწვანე ეკონომიკისკენ სვლა 2004 წლიდან დაიწყო. მან შეიმუშავა დოკუმენტი “მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული სტრატეგია 2030”, რომელიც მიზნამიმართულია მდგრად განვითარებაზე, მწვანე ეკონომიკის დანერგვაზე, მდგრად მოხმარებასა და წარმოებაზე. 2016 წლის დეკემბერში მიღებული მწვანე ეკონომიკის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების გაძლიერებას; ენერგოეფექტური მშენებლობის განვითარებისა და რეგულირების ხელშეწყობასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას; სახელმწიფო (საჯარო) შესყიდვების შესახებ კანონის გადახედვით მთავრობის “მწვანე” ხარჯების ხელშეწყობას; ეკო-ტურიზმის სტიმულირებას; მდგრად განვითარებაში საზოგადოების ჩართულობასა და ამ კუთხით მის გათვითცნობიერებას.
„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ ეხმარება ბელარუსს წარმართოს ეროვნული პოლიტიკური დიალოგი მწვანე ეკონომიკის დარგში, გაატაროს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა (SEA) და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) კანონების შემდგომი სამართლებრივი რეფორმები, ჩაატაროს საგანმანათლებლო კურსები, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) პრაქტიკის დანერგვას, გამოავლინოს ერთიანი ბაზარი მწვანე პროდუქტებისთვის (SMPG), გამოკვეთოს შესაძლებლობები და სარგებელი. შეიმუშაოს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკა, გააძლიეროს ეკო-ინოვაციები, განამტკიცოს მწვანე რეგულაციები საწარმოებისათვის და უზრუნველყოს შესაბამისობა, შეაფასოს და განამტკიცოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები და შეიმუშაოს მწვანე ზრდის ინდიკატორები(GGIs).