ბიომრავალფეროვნება და ზურმუხტის ქსელი
აღწერა
ბიომრავალფეროვნება წარმოადგენს ბუნებრივ რესურსს, რომლის დაცვაც აუცილებელია, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ბერნის კონვენციის ფარგლებში, სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი გადარჩენის მიზნით ჩამოყალიბდა დაცული ტერიტორიების ქსელი – ზურმუხტის ქსელი.
„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამა დახმარებას უწევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოამზადონ სამოქმედო გეგმები შერჩეული ტერიტორიებისათვის ზურმუხტის ქსელის ჩამოსაყალიბებლად და არსებული ტერიტორიების სამართავად, აგრეთვე მხარს უჭერს რეგიონალურ თანამშრომლობასა და მონაცემთა გაცვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და კომუნიკაციასა და ცნობიერების ამაღლებას ზურმუხტის ქსელის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ამ სამუშაოს ახორციელებს მსოფლიო ბანკი.