Uncategorized @ka

სასარგებლო რესურსები მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული თანამედროვე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებულ ახალ მიმართულებებს შორის აღსანიშნავია „მდგრადი საჯარო შესყიდვების“ კონცეფცია ან მიდგომა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევა ქვეყნის მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად. საგულისხმოა, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების ახალი მიდგომების დანერგვის შედეგად შესაძლებელია 2015 წელს დამტკიცებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაც. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი და მისი მე-7 ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს მდგრადობაზე ორიენტირებული საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას, ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.

„მდგრადი საჯარო შესყიდვა“ განმარტებულია როგორც „პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზაციები საკუთარ მოთხოვნილებებს საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოსა და კომუნალურ მომსახურებაზე იკმაყოფილებენ ისე, რომ მიღწეულ იქნეს ხარჯთეფექტურობა მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, იმგვარად, რომ სარგებელი მიიღოს არამხოლოდ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, არამედ საზოგადოებამ და ეკონომიკამ, გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების მიერ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრის ჩართულობით, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით არაერთი აქტივობა განხორციელდა.

ამასთან, მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ პორტალზე (http://procurement.gov.ge/ka/page/mdg-saj-shes ) შეგროვდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები, აგრეთვე, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით შემუშავებული საერთაშორისო გამოცემები, სახელმძღვანელოები და მდგრადი საჯარო შესყიდვების არსის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი. აღნიშნული საინფორმაციო მასალები მნიშვნელოვნად დაეხმარება შემსყიდველ ორგანიზაციებს მდგრადი და ე.წ. „მწვანე შესყიდვების“ წარმატებულად განხორციელებაში. ამასთანავე, მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო რესურსები ეკონომიკურ ოპერატორებს წარმოების პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დამატებით მოტივაციას მისცემს, იმისათვის რომ საჯარო შესყიდვებში დაკმაყოფილებულ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული მდგრადობის მოთხოვნები, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად იქნება გამოყენებული მიმდინარე შესყიდვების პროცედურებში, შესაბამისად, მოხდება ამდაგვარი ტრანსაქციების ესკალაცია და მეტად ფართოდ გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ მდგრადი საჯარო შესყიდვების საინფორმაციო კუთხე: http://procurement.gov.ge/ka/page/mdg-saj-shes

ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული მასალები:

  • SPP მოკლე მიმოხილვა

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=3295cd0b-6e8b-4ed5-b23b-69e42f1ce334

  • Concept of Sustainable Public Procurement (SPP)

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=fc9c8e85-7b6c-4199-b368-a4ed941244d4

  • მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) კონცეფცია

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=a72ab4e4-0711-4e5f-a49e-19112e259e18

  • Sustainable Public Procurement Implementation Guidelines: Introducing UNEP’s Approach (First Edition)

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=16efb636-5334-4a11-9bfa-e5f087ad52cb

  • Sustainable Public Procurement Implementation Guidelines: Introducing UNEP’s Approach (Second Edition)

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=64bfe0ba-206e-46a9-9209-59ae42a439b5

  • The Impacts of Sustainable Procurement – Eight Illustrative Case Studies

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=1373be7c-5a19-47dc-9b36-b0ae570ce893

  • Toward Sustainable Public Procurement – A Best Practice Guide

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=7618d80b-ed10-4886-b7ba-b6d26f903f1a

  • Buying green! a handbook on green public procurement 3rd Edition

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=46a9c64f-f51f-4f61-8ef9-9c03239c0629

  • GPP Good Practices Brochure

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=351d17c7-dcc9-47e5-8eb6-c861688dc4b6

  • Public Procurement for Circular Economy

http://procurement.gov.ge/Files/ShowFiles?id=3875bfe7-f8d2-4a8f-9b91-61330c1650a2

Published on 22/11/2021 inUncategorized @ka

მაცნე

Keep up to date with our latest news, reports and analysis by subscribing to our monthly newsletter.

გამოიწერეთ