ონლაინ სასწავლო კურსი „ზურმუხტის ქსელი: სამართლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოების ჩართულობამდე”

ზურმუხტის ქსელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ყველაზე ღირებული ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვისა  და მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მისი ეფექტიანი განხორციელების გასაძლიერებლად შექმნილი ონლაინ სასწავლო კურსი „ზურმუხტის ქსელი: სამარლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოებრივი ჩართულობისკენ“ წარმოადგენს ყოვლისმომცველ და პრაქტიკულ სასწავლო პლატფორმას მათთვის, ვინც ჩართულია პოლიტიკის შემუშავებაში, პრაქტიკულ საქმიანობაში და ზოგადად, ჩართულია გარემოს დაცვის სფეროში.

ცოდნის გარღმავება ეფექტური დაცვისთვის

კურსი შექმნილია ზურმუხტის ქსელის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით. იგი მოიცავს ინფორმაციას ზურმუხტის ქსელის სამართლებრივი საფუძვლების, ინსტიტუციური ჩარჩოსა და მართვის პრაქტიკის შესახებ. მონაწილეები გათვითცნობიერდებიან მასში, თუ როგორ შეესაბამება ზურმუხტის ქსელი ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობას, განსაკუთრებით Natura 2000-თან მიმართებაში, და როგორ უწყობს იგი ხელს ბიომრავალფეროვნების სფეროში ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

კურსი ყურადღებას ამახვილებს ადაპტაციურ მართვაზე, მონიტორინგსა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე, რათა ხელი შეუწყოს კონსერვაციის ეფექტურობასა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართლობას. იგი ასევე ხაზს უსვამს დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კავშირს და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ კარგად მართულ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას, წაახალისონ საზოგადოების მონაწილეობა და შექმნან პირობები კონსერვაციის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.

კურსის მიმოხილვა

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს თვითსწავლებად 3.5-საათიან კურსს, რომელიც მოიცავს 12 მოდულს და მოსწავლეებს გაატარებს საბაზისო კონცეფციებიდან მათ პრაქტიკულ განხორციელებამდე.

2-11 მოდულები აერთიანებენ მრავალფეროვან სასწავლო მასალას, მათ შორის გახმოვანებულ პრეზენტაციებს, ანიმაციას, პრაქტიკულ მაგალითებს, რუკებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან, დამატებით საკითხავ მასალებსა და თვითშეფასების მოკლე ტესტებს.

კურსი სრულდება საბოლოო ტესტით, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას. კურსის წარმატებით დასრულების ციფრული სერტიფიკატის მისაღებად მსმენელებმა უნდა დააგროვონ ქულების 80% ან მეტი. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გააზიარონ თავიანთი მოსაზრებები უკუკავშირის ფორმით.

ზოგადი ინფორმაცია

სასწავლო კურსი დააფინანსა ევროკავშირმა ევროკავშირი გარემოსთვის პროგრამის ფარგლებში. კურსი შემუშავებულია მსოფლიო ბანკის მიერ კომპანიის Estonian, Latvian & Lithuanian Environment, SIA (ELLE) და სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლანდშაფტის ეკოლოგიის ინსტიტუტის (ILE) დახმარებით პროგრამით გათვალისწინებულ სამოქმედო სფეროში „რეგიონული თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ცოდნის გაზიარება ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების (ზურმუხტის ქსელის) დაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

რეგისტრაციისთვის, გთხოცთ იხილოთ დეტალური ინსტრუქცია

Published on 22/06/2026

მაცნე

Keep up to date with our latest news, reports and analysis by subscribing to our monthly newsletter.

გამოიწერეთ