სათაური: მრეწველობის „გამწვანება“ – ქართული საწარმო შპს „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ ღებულობს სარგებელს EU4Environment-ის მიერ საწარმოს შეფასებაში მონაწილეობით

კვერცხისა და ფრინველის წარმოება

მაღალი კვებითი ღირებულების, ხელმისაწვდომობისა და დაბალი ფასის გამო, კვერცხები ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის რაციონის ნაწილია. 1990-იანი წლებიდან მსოფლიოში კვერცხის წარმოება მკვეთრად გაიზარდა და მიაღწია 86,67 მილიონ ტონას 2020 წელს1. ამასთანავე გაიზარდა მოთხოვნა ფრინველის ხორცზე და მისი წარმოება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფრინველი იქცა მეფრინველეობა-მეცხოველეობის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად მსოფლიოში. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ სხვა სახეობებთან შედარებით, ქათამი უფრო სწრაფად მწიფდება და აღწევს საბაზრო წონას, რადგან ისინი უფრო ეფექტურად გარდაქმნიან საკვებს ხორცად, ვიდრე უფრო დიდი ცხოველები. გარდა ამისა, ქათმების მოშენება შესაძლებელია მცირე სივრცეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლებს შეუძლიათ ფრინველის მოშენება სხვადასხვა პირობებში. ასეთი უპირატესობები ხელს უწყობს როგორც კვერცხის, ასევე ხორცის წარმოებას იყოს უფრო ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და განვითარებად ბაზრებზე.

თანამედროვე სამყაროში კვერცხის ფართომასშტაბიანი წარმოება ძირითადად თავმოყრილია დიდ, კომერციულ ფერმებში, სადაც იგი გადის წარმოების ხანგრძლივ პროცესს, სანამ კვერცხები მოხვდება მაღაზიის თაროებზე ან მაცივრებში. კვერცხის წარმოებაში პროცესი იწყება წიწილებიდან. წიწილები ადგილზე იჩეკება ან შემოყავთ რამდენიმე დღის ასაკის. ორივე შემთხვევაში, მათთვის საცხოვრებლად განკუთვნილი ობიექტი მოითხოვს ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრ კონტროლს, აგრეთვე კვების და მედიკამენტების მიწოდების განსხვავებულ გრაფიკს – ესაა პირობები, რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული წარმოების ციკლის დაწყებამდე. დაახლოებით 17-19 კვირის შემდეგ, უკვე წამოზრდილი ქათმები მზად არიან გადავიდნენ კვერცხის დების დაწყებაზე2. შემდეგ მოზრდილი ქათმებიდან მიღებული კვერცხები მოწმდება ხარისხზე და იფუთება რეალიზაციისთვის.

კვერცხის წარმოების გამარტივებული პროცესი

 

შპს „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ და მისი ძალისხმევა რესურსეფექტურობის გასაუმჯობესებლად

საქართველოში კვერცხის მრეწველობა 10 მილიონზე მეტ ქათამს ფლობს; 2021 წელს მან აწარმოა 638 მილიონი კვერცხი3. ვინაიდან კვერცხის ადგილობრივი წარმოების მოცულობა მერყეობს (2021 წელს 5%-იანი კლებით 2020 წელთან შედარებით) და ძირითადი ნედლეულის წყაროების იმპორტი კვლავ იზრდება, ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი მრეწველობისთვის.

ასეა თბილისიდან 25 კმ-ის დაშორებით სოფელ წალასყურში მდებარე კვერცხის მწარმოებელი თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის შემთხვევაშიც. კომპანია ძირითადად სპეციალიზირებულია კვერცხების წარმოებაზე, ფლობს დაახლოებით 14,000 ქათამს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ახლომდებარე ქალაქებში – რუსთავში და თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტებში. ვინაიდან წარმოების ციკლი წლიდან წლამდე იცვლება, თელეთს, როგორც წესი, სჭირდება დაახლოებით 14-16 თვე კვერცხის წარმოებისა და რეალიზაციისათვის.

კომპანია დაინტერესებული იყო ენერგიისა და რესურსების ეფექტურად მოხმარების მდგრადი მეთოდების დანერგვით, რათა შეამციროს ადგილზე წარმოებული ნარჩენები, ასევე გადაამუშაოს იგი და გადააქციოს თანამდევ პროდუქტად გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

ამისთვის თელეთის მეფრინველეობის ქარხანა შეუერთდა UNIDO-ს რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების (რესწ) სადემონსტრაციო პროექტს EU4Environment პროგრამის ფარგლებში. 2021-2022 წლებში, რამდენიმე ობიექტზე ვიზიტის დროს, რესწ-ის ექსპერტებმა შეაფასეს კომპანიის წარმოების ციკლი და დაადგინეს ძირითადი ხარვეზები და რესურსების დანაკარგების წყაროები საწარმოო ხაზზე. შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა მოახდინა რამდენიმე ღონისძიების იდენტიფიცირება ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, წარმოქმნილი ნარჩენის (სკლინტის) გადამუშავებისა და ობიექტის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

იდენტიფიცირებულ ღონისძიებებს შორის, რესწ-ის ორი მთავარი შეთავაზება იყო ბიოგაზის სადგურის მშენებლობა და ინვესტირება თბური ენერგიის რეკუპერირებაში. ბიოგაზის ღონისძიება ძირითადად გულისხმობს სპეციალურ სადგურს, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს საწარმოს ერთ-ერთი შენობის გათბობა. ეს ღონისძიება დიდწილად აღმოფხვრის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს თელეთის საწარმოს შესაბამისობას კანონთან, როდესაც უახლოეს წლებში ამოქმედდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გარემოსდაცვითი რეგულაციები. გარდა ამისა, ბიოგაზის წარმოების შედეგად მიღებული სასუქი სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფერმერებს და მთლიანად კომპანიას. დაახლოებით 11,000 ევროს ინვესტიციით, ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, წლიური ეკონომიკური დანაზოგი იქნება 2,000 ევროზე მეტი, ხოლო ინვესტიციის უკუგების პერიოდი იქნება დაახლოებით ხუთი წელი. ამასთან, ბიოგაზის სადგურის მშენებლობა აღმოფხვრის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და აწარმოებს წელიწადში 700 ტონაზე მეტ სასუქს.

მეორე რესწ ღონისძიების, სითბოს აღდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 160 მგვტ.სთ ენერგიის დაზოგვა. 19,000 ევროს მოცულობის ინვესტიციით და 1.2 წლის უკუგების პერიოდით, მოსალოდნელია წლიური დანაზოგი 16,000 ევროს ოდენობით.

სწორედ აქ არის ნარჩენების ხელახალი გამოყენების პერსპექტივები განსაკუთრებით მიმზიდველი, რადგან ის ძირითადად მოდის ფრინველის სკლინტიდან (ფრინველის სკლინტი, დაშლილი ჰაერის ფლოტაციის შლამი და მკვდარი ფრინველების ნარჩენები) და წარმოადგენს პოტენციურ რესურსს, რომელიც ძირითადად გამოუყენებულია საქართველოში. მეფრინველეობის ნარჩენების გამოყენებამ რამდენიმე სხვადასხვა მიზნით (ბიოგაზის/ბიომასის წარმოება, სასუქის წარმოება ან ამიაკის წარმოება) შეიძლება წვლილი შეიტანოს წრიული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვაში და შექმნას კარგად ფუნქციონირებადი წრიული ღირებულების ჯაჭვი მეფრინველეობის ფერმებს, ადგილობრივ მრეწველობასა და ადგილობრივ სოფლის მეურნეობას შორის. საწარმოებს, ასევე უშუალო სარგებელს მოუტანს მეფრინველეობის საწარმოებს ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის მიწოდებით და მინიმუმამდე შეამცირებს ფერმების ზემოქმედებას  გარემოზე.

რესწ-ის შეფასების დასრულებისას, თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკას ასევე მიეწოდა რესწ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება მას გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ეკოლოგიური. კომპანიის მოტივაცია და მისწრაფება უფრო მდგრადი წარმოების მოდელისადმი ასევე გახდის მას წარმატებულ მაგალითად სხვა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ამ სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში.

[1] https://www.statista.com/statistics/263972/egg-production-worldwide-since-1990/ 2https://hn-int.com/house-preparation-and-arrival-of-chicks/

[2] https://hn-int.com/house-preparation-and-arrival-of-chicks/

[3]  წყარო 2: https://bm.ge/ – 22.04.2022

Published on 03/11/2023

მაცნე

ჩვენი ყოველთვიური მაცნეს გამოწერის გზით, ინფორმირებული იქნებით უახლოესი ამბების, ანგარიშების და ანალიტიკური მასალების შესახებ.

გამოიწერეთ